
ოსეა 2:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
ოსეა 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 2:6 კონტექსტში
2:4არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან;
2:5რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.
2:6ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
2:7გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის; იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო.
2:8მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
პარალელური ადგილები: ოსეა 2:6
- იობი 19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
- გლოვა იერემიასი 3:7ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
- გლოვა იერემიასი 3:9გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
- იობი 3:23კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
- ლუკას სახარება 19:43ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
- ლუკას სახარება 15:14როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.
- ლუკას სახარება 15:16ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.
განაგრძე კითხვა: ოსეა 2
სრულად წაიკითხე: ოსეა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში