
გლოვა იერემიასი 3:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
გლოვა იერემიასი 3:7 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:7 კონტექსტში
3:5შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
3:6ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;
3:7ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
3:8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:7
- იობი 3:23კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
- იობი 19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
- ფსალმუნები 88:8შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
- იერემია 40:4აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი.
- იერემია 38:6აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.
- გლოვა იერემიასი 1:14შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.
- ოსეა 2:6ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
- გლოვა იერემიასი 3:9გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში