
იობი 19:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
იობი 19:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:8 კონტექსტში
19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
19:7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
19:9დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი;
19:10ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;
პარალელური ადგილები: იობი 19:8
- იობი 3:23კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
- გლოვა იერემიასი 3:7ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
- ფსალმუნები 88:8შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
- გლოვა იერემიასი 3:9გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
- იგავესნი 4:19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
- ოსეა 2:6ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
- იოანე 8:12ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
- ესაია 50:10ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში