
იერემია 2:26, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,
იერემია 2:26 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იერემია 2:26
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ძმანო ჩემნო, ნუ ვეძებთ დახმარებას უმწეოთაგან ან სიცოცხლეს უსიცოცხლოთაგან. მივაქციოთ ჩვენი სახე ცოცხალ ღმერთს, რომელმაც მოგვცა სახე, რომელიც უფრო ნათელია, ვიდრე ნებისმიერი მიწიერი ქმნილებისა. დავუბრუნდეთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის გზას, რადგან ამ გზაზეა ხსნა.”
იერემია 2:26 კონტექსტში
2:24ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ.
2:25დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო!
2:26როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,
2:27ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.
2:28სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!
პარალელური ადგილები: იერემია 2:26
- ნეემია 9:32ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე.
- ნეემია 9:34ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი.
- ეზრა 9:7ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.
- იერემია 32:32ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები.
- ესაია 1:29რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ.
- იერემია 48:27განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
- რომაელთა მიმართ 6:21კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.
- იერემია 3:24მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები.
განაგრძე კითხვა: იერემია 2
სრულად წაიკითხე: იერემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში