
იერემია 22:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან.
იერემია 22:27 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:27 კონტექსტში
22:25და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.
22:26გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.
22:27იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან.
22:28ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?
პარალელური ადგილები: იერემია 22:27
- იერემია 44:14არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა.
- იერემია 22:11რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,
- იერემია 52:31იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.
- იერემია 52:34შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.
- ფსალმუნები 86:4ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში