
ფსალმუნი 86:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
ფსალმუნი 86:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:4 კონტექსტში
86:2დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
86:3შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
86:4ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
86:5რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
86:6მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:4
- ფსალმუნები 143:8გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
- ფსალმუნები 25:1დავითისფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
- ფსალმუნები 51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
- ფსალმუნები 62:8მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.
- ესაია 66:13როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
- ესაია 66:14დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს.
- ესაია 61:3დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
- ესაია 65:18მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში