გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 49:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 49:14

ხმა მომწვდა უფლისგან და მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: შეიკრიბეთ და წადით მის წინააღმდეგ, აღდექით საბრძოლველად!

იერემია 49:14 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 49:14 კონტექსტში

49:12რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, იმან დასცალა თასი, ვისაც მისი შესმა არ ედო ვალად, შენ კი გინდა დაუსჯელი დამრჩე? არ დარჩები დაუსჯელი, უეჭველად შესვამ.

49:13რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.

49:14ხმა მომწვდა უფლისგან და მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: შეიკრიბეთ და წადით მის წინააღმდეგ, აღდექით საბრძოლველად!

49:15რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, საძულველი ხარ ადამის მოდგმაში.

49:16შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.

პარალელური ადგილები: იერემია 49:14

განაგრძე კითხვა: იერემია 49

სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში