
იერემია 51:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში.
იერემია 51:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:17 კონტექსტში
51:15მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.
51:16მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.
51:17ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში.
51:18ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან.
51:19მათებური არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან ის ყოვლის გამომსახველია და ისრაელი მისი სამკვიდრო შტოა; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
პარალელური ადგილები: იერემია 51:17
- იერემია 10:14ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
- აბაკუმი 2:18რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.
- აბაკუმი 2:19ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
- ფსალმუნები 14:2უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
- ესაია 44:18არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.
- ესაია 44:20ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?
- იერემია 50:2გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები.
- კორინთელთა მიმართ ა 1:19რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში