
იობი 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.
იობი 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:19 კონტექსტში
13:17გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;
13:18აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.
13:19ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.
პარალელური ადგილები: იობი 13:19
- ესაია 50:7მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.
- ესაია 50:8ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს.
- იერემია 20:9ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- იობი 19:5თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს,
- რომაელთა მიმართ 8:33ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
- იობი 13:13დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
- იობი 10:8შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში