
იობი 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
იობი 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:4 კონტექსტში
13:2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
13:3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
13:6ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
პარალელური ადგილები: იობი 13:4
- ფსალმუნები 119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
- იერემია 8:22ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?
- იერემია 6:14ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.
- მარკოზის სახარება 2:17ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
- იერემია 30:13არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.
- იობი 16:2ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.
- იერემია 46:11ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!
- იერემია 23:32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში