
იობი 14:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!
იობი 14:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 14:18 კონტექსტში
14:16თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.
14:17დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.
14:18მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!
14:19ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.
14:20ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ.
პარალელური ადგილები: იობი 14:18
- გამოცხადება 6:14და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.
- იობი 18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
- იერემია 4:24შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
- გამოცხადება 20:11მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
- გამოცხადება 8:8მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
- ესაია 64:1ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენ წინაშე!
- ესაია 40:12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
- მათეს სახარება 27:51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
განაგრძე კითხვა: იობი 14
სრულად წაიკითხე: იობი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში