
იობი 15:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
იობი 15:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:6 კონტექსტში
15:4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
15:6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
15:7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
15:8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
პარალელური ადგილები: იობი 15:6
- ლუკას სახარება 19:22უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
- მათეს სახარება 12:37ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.
- იობი 9:20მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
- იობი 34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
- იობი 34:9რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?
- იობი 33:8ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა:
- იობი 33:12აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
- იობი 42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში