
იობი 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
იობი 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 9:17 კონტექსტში
9:15მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
9:16თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
9:17გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
9:18სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
9:19თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
პარალელური ადგილები: იობი 9:17
- იობი 16:14გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
- იობი 2:3უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.
- იობი 34:6მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.
- ეზექიელი 13:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
- ესაია 28:17დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.
- იობი 2:7გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
- იობი 16:17თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
- იობი 1:14მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;
განაგრძე კითხვა: იობი 9
სრულად წაიკითხე: იობი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში