
იობი 19:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;
იობი 19:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:10 კონტექსტში
19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
19:9დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი;
19:10ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;
19:11თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;
19:12ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს;
პარალელური ადგილები: იობი 19:10
- იობი 24:20დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
- ფსალმუნები 37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- იობი 12:14აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:8ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:9დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
- იობი 1:13ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში,
- იობი 1:19ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში