
იობი 21:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
იობი 21:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:25 კონტექსტში
21:23ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
21:24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
21:25ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
21:26ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
პარალელური ადგილები: იობი 21:25
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
- ეზექიელი 4:17რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- მეფეთა ბ 17:8თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.
- იობი 20:23მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
- იობი 10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
- იობი 3:20რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
- ესაია 38:15რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში