
იობი 23:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
იობი 23:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 23:2 კონტექსტში
23:2დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
23:3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
23:4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
პარალელური ადგილები: იობი 23:2
- იობი 10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
- იობი 7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
- იობი 11:6გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.
- იობი 6:2რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე,
- იობი 6:3ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები.
- ფსალმუნები 77:2ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- ფსალმუნები 77:9ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
განაგრძე კითხვა: იობი 23
სრულად წაიკითხე: იობი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში