
იობი 25:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
იობი 25:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 25:3 კონტექსტში
25:1მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
25:2ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
25:3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
25:5აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
პარალელური ადგილები: იობი 25:3
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- მათეს სახარება 5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
- შესაქმე 1:14თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
- შესაქმე 1:16გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
- გამოცხადება 5:11ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
- მათეს სახარება 26:53ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.
- დანიელი 7:10მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
- იოანე 1:4მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
განაგრძე კითხვა: იობი 25
სრულად წაიკითხე: იობი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში