
იობი 26:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
იობი 26:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 26:6 კონტექსტში
26:4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
26:6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
26:8ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
პარალელური ადგილები: იობი 26:6
- ფსალმუნები 139:8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
- იგავესნი 15:11შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.
- იობი 28:22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
- ამოსი 9:2ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;
- ესაია 14:9ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
- იობი 11:8ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?
- ფსალმუნები 139:11და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
- იობი 41:11ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში