
იობი 26:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
იობი 26:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 26:5 კონტექსტში
26:3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
26:4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
26:6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
პარალელური ადგილები: იობი 26:5
- შესაქმე 6:4ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
- ფსალმუნები 88:10ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
- იობი 41:1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
- იობი 41:34ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.
- ეზექიელი 29:3ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ ფარაონო, ეგვიპტის მეფევ. დიდო გველეშაპო, რომ ჩაწოლილხარ შენს მდინარეებში და ამბობ, ჩემია ჩემი მდინარე, ჩემთვის შევქმენიო.
- ეზექიელი 29:5მოგისვრი უდაბნოში შენი მდინარეების თევზებთან ერთად და ტრამალზე დაეცემი; არავინ აგიღებს და არავინ აგკრეფს; მიწის მხეცებს და ცის ფრინველებს მიგცემ შესაჭმელად.
- ფსალმუნები 104:25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
- ფსალმუნები 104:26იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში