
იობი 27:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
იობი 27:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 27:2 კონტექსტში
27:1განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
27:2ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
27:3ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,
27:4თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი,
პარალელური ადგილები: იობი 27:2
- იობი 34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
- რიცხვთა 14:21მაგრამ ცოცხალი ვარ მე და სავსეა უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
- მეფეთა ა 25:34მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.
- ესაია 40:27რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი?
- რუთი 1:20უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
- რუთი 1:21სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.
- იობი 10:3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
- მეფეთა ა 14:39რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
განაგრძე კითხვა: იობი 27
სრულად წაიკითხე: იობი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში