
იობი 28:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
იობი 28:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:11 კონტექსტში
28:9კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;
28:10კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.
28:11მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
28:12სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
28:13მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.
პარალელური ადგილები: იობი 28:11
- კორინთელთა მიმართ ა 4:5ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თითოეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.
- ესაია 45:2მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,
- ესაია 45:3მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
- ესაია 37:25ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
- ესაია 44:27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
- იობი 26:8ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში