
იობი 28:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
იობი 28:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:12 კონტექსტში
28:10კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.
28:11მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
28:12სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
28:13მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.
28:14უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.
პარალელური ადგილები: იობი 28:12
- იობი 28:20საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
- იაკობის ეპისტოლე 1:5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
- იგავესნი 2:4რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
- იგავესნი 3:19უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.
- კოლასელთა მიმართ 2:3რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
- კორინთელთა მიმართ ა 1:19რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში