
იგავესნი 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
იგავესნი 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 2:4 კონტექსტში
2:2ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
2:3რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.
2:4რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
2:5მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
პარალელური ადგილები: იგავესნი 2:4
- მათეს სახარება 13:44და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
- მათეს სახარება 19:29და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
- იგავესნი 16:16სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.
- იობი 3:21სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;
- იობი 28:12სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
- იობი 28:20საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
- იგავესნი 8:18ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
- იგავესნი 8:19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 2
სრულად წაიკითხე: იგავესნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში