
იობი 41:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
იობი 41:1 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 41:1 კონტექსტში
41:1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
41:2ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?
41:3თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?
პარალელური ადგილები: იობი 41:1
- ფსალმუნები 74:14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
- ესაია 27:1იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
- იობი 3:8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
- ფსალმუნები 104:26იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
განაგრძე კითხვა: იობი 41
სრულად წაიკითხე: იობი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში