
იობი 41:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
იობი 41:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 41:10 კონტექსტში
41:8შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.
41:9აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
41:10მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
41:11ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
41:12არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
პარალელური ადგილები: იობი 41:10
- იობი 9:4გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
- რიცხვთა 24:9ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.
- იერემია 12:5თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?
- კორინთელთა მიმართ ა 10:22ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
- შესაქმე 49:9ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- ფსალმუნები 2:11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- იობი 3:8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
განაგრძე კითხვა: იობი 41
სრულად წაიკითხე: იობი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში