
იობი 30:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
იობი 30:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:15 კონტექსტში
30:13დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;
30:14თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;
30:15საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
30:16და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
30:17ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;
პარალელური ადგილები: იობი 30:15
- ოსეა 13:3ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- ესაია 44:22ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
- იობი 7:14მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,
- ფსალმუნები 88:15ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
- იობი 31:23რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
- იობი 3:25რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
- იობი 9:27თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი,
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში