
იობი 30:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;
იობი 30:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:14 კონტექსტში
30:12მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;
30:13დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;
30:14თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;
30:15საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
30:16და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
პარალელური ადგილები: იობი 30:14
- იობი 22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
- ფსალმუნები 18:4ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
- ესაია 8:7ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
- ესაია 8:8შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
- ფსალმუნები 69:14მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
- ფსალმუნები 69:15ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში