
იობი 30:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
იობი 30:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:16 კონტექსტში
30:14თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;
30:15საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
30:16და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
30:17ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;
30:18ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;
პარალელური ადგილები: იობი 30:16
- ფსალმუნები 22:14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
- ფსალმუნები 42:4ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
- ესაია 53:12ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.
- იობი 3:24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
- ფსალმუნები 40:12რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
- მეფეთა ა 1:15მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში