
იობი 30:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენ წინაშე და ვერ მამჩნევ;
იობი 30:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 30:20 კონტექსტში
30:18ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;
30:19ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;
30:20შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენ წინაშე და ვერ მამჩნევ;
30:21მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;
30:22ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.
პარალელური ადგილები: იობი 30:20
- იობი 19:7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
- იობი 27:9განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?
- გლოვა იერემიასი 3:8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
- ფსალმუნები 80:4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
- ფსალმუნები 80:5აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
- ფსალმუნები 22:2ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
- მათეს სახარება 15:23ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.
- გლოვა იერემიასი 3:44ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები;
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში