
იობი 19:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
იობი 19:7 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:7 კონტექსტში
19:5თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს,
19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
19:7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
პარალელური ადგილები: იობი 19:7
- აბაკუმი 1:2როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?
- აბაკუმი 1:3რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემ წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.
- გლოვა იერემიასი 3:8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
- იობი 34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
- იობი 23:3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
- იობი 23:7იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
- იობი 30:20შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენ წინაშე და ვერ მამჩნევ;
- იობი 40:8გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში