
იობი 30:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 30:29 კონტექსტში
30:27შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;
30:28ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;
30:29ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;
30:30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
30:31მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!
პარალელური ადგილები: იობი 30:29
- მიქა 1:8ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.
- ფსალმუნები 102:6ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
- იობი 17:14საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
- ფსალმუნები 44:19როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.
- მალაქია 1:3ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.
- ესაია 38:14როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
- ესაია 13:21უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას.
- ესაია 13:22ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება.
განაგრძე კითხვა: იობი 30
სრულად წაიკითხე: იობი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში