
იობი 34:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენ შორის, რა არის უკეთესი.
იობი 34:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:4 კონტექსტში
34:2ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!
34:3რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:
34:4ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენ შორის, რა არის უკეთესი.
34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
პარალელური ადგილები: იობი 34:4
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:21ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.
- კორინთელთა მიმართ ა 6:2ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენ მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?
- კორინთელთა მიმართ ა 6:5თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენ შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?
- მსაჯულნი 20:7აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
- მსაჯულნი 19:30ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.
- იობი 34:36ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
- გალატელთა მიმართ 2:11მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
- გალატელთა მიმართ 2:14მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში