
იობი 38:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
იობი 38:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 38:25 კონტექსტში
38:23რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
38:24რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
38:25ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
38:26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
38:27რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?
პარალელური ადგილები: იობი 38:25
- იობი 28:26როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
- ფსალმუნები 29:3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.
- ფსალმუნები 29:10უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
- იობი 36:27შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
- იობი 36:28რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
- იობი 37:3მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;
- იობი 37:6რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში