
იობი 38:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
იობი 38:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:12 კონტექსტში
38:10როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
38:12თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
38:13რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
პარალელური ადგილები: იობი 38:12
- ფსალმუნები 74:16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
- იობი 8:9(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).
- ფსალმუნები 148:3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
- ფსალმუნები 148:5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
- შესაქმე 1:5ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
- ლუკას სახარება 1:78ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
- ფსალმუნები 136:7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში