
იობი 38:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
იობი 38:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:18 კონტექსტში
38:16თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
38:17თუ გაღებულა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
38:18თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
38:19სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
38:20რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?
პარალელური ადგილები: იობი 38:18
- იერემია 31:37ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელ მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 89:11შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
- ფსალმუნები 89:12ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
- გამოცხადება 20:9მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
- იობი 28:24რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელ ცისქვეშეთს ხედავს.
- ფსალმუნები 74:17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
- ესაია 40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში