
იობი 38:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
იობი 38:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:19 კონტექსტში
38:17თუ გაღებულა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
38:18თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
38:19სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
38:20რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?
38:21თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?
პარალელური ადგილები: იობი 38:19
- ეზექიელი 32:8ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი.
- მათეს სახარება 27:45ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
- ესაია 45:7ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
- ფსალმუნები 104:20განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
- შესაქმე 1:3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
- შესაქმე 1:4და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
- მეორე სთვლისაება 4:19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
- იობი 38:12თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში