
იობი 38:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
იობი 38:29 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 38:29 კონტექსტში
38:27რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?
38:28თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
38:29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
38:30როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?
38:31თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?
პარალელური ადგილები: იობი 38:29
- ფსალმუნები 147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
- ფსალმუნები 147:17გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
- იობი 37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
- იობი 6:16ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
- იობი 38:8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში