
ფსალმუნი 147:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
ფსალმუნი 147:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:17 კონტექსტში
147:15ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
147:17გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
147:18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
147:19ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:17
- იობი 38:29ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,
- იობი 38:30როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?
- იობი 38:22თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
- იობი 38:23რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
- ფსალმუნები 78:47სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
- ფსალმუნები 78:48და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
- იობი 37:9სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
- იობი 37:10ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში