
იობი 41:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?
იობი 41:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 41:3 კონტექსტში
41:1თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?
41:2ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?
41:3თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?
41:4თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?
41:5თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?
პარალელური ადგილები: იობი 41:3
- იგავესნი 25:15მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
- იგავესნი 15:1მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
- ფსალმუნები 55:21ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
- იგავესნი 18:23ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
- ესაია 30:10რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!
განაგრძე კითხვა: იობი 41
სრულად წაიკითხე: იობი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში