
იობი 42:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 42:4 კონტექსტში
42:2ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.
42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
42:4მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.
42:5ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
42:6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
პარალელური ადგილები: იობი 42:4
- იობი 40:7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
- იობი 38:3წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
- შესაქმე 18:30თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.
- შესაქმე 18:32უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.
- შესაქმე 18:27მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
განაგრძე კითხვა: იობი 42
სრულად წაიკითხე: იობი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში