
იობი 42:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
იობი 42:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 42:5 კონტექსტში
42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
42:4მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.
42:5ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
42:6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
42:7მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
პარალელური ადგილები: იობი 42:5
- რომაელთა მიმართ 10:17ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.
- ეფესელთა მიმართ 1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
- ეფესელთა მიმართ 1:18და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
- იოანე 12:45და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.
- იოანე 1:18ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.
- ესაია 6:1მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
- იოანე 12:41ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.
- ესაია 6:5ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.
განაგრძე კითხვა: იობი 42
სრულად წაიკითხე: იობი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში