
იობი 5:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
იობი 5:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:11 კონტექსტში
5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
5:10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
5:11რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
5:12ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
5:13ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.
პარალელური ადგილები: იობი 5:11
- მეფეთა ა 2:7უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს.
- მეფეთა ა 2:8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
- ლუკას სახარება 1:52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
- ლუკას სახარება 1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
- ფსალმუნები 113:7წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
- მეორე სთვლისაება 33:27თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!
- ფსალმუნები 107:41გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:10ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში