
იობი 5:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
იობი 5:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:10 კონტექსტში
5:8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
5:10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
5:11რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
5:12ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
პარალელური ადგილები: იობი 5:10
- მოციქულთა საქმენი 14:17თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
- იერემია 5:24არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს.
- იერემია 14:22თუ არის ხალხთა კერპებს შორის ვინმე წვიმის მომყვანი? ან იქნებ თავისთავად იძლევა ცა წვიმას? ეს ხომ შენა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენი შექმნილია ეს ყოველივე.
- ფსალმუნები 147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
- იობი 36:28რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
- იობი 38:26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
- იობი 38:28თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
- იობი 28:26როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში