
იობი 9:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 9:18 კონტექსტში
9:16თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
9:17გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
9:18სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
9:19თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
9:20მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
პარალელური ადგილები: იობი 9:18
- იობი 7:19როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
- გლოვა იერემიასი 3:15სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
- ფსალმუნები 88:7მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
- ებრაელთა მიმართ 12:11ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.
- იობი 27:2ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
- გლოვა იერემიასი 3:18ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;
- გლოვა იერემიასი 3:19გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
- გლოვა იერემიასი 3:3მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
განაგრძე კითხვა: იობი 9
სრულად წაიკითხე: იობი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში