
იობი 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
იობი 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 9:20 კონტექსტში
9:18სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
9:19თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
9:20მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
9:21უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
9:22სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.
პარალელური ადგილები: იობი 9:20
- იობი 15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
- იობი 15:6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
- იობი 34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
- ფსალმუნები 143:2რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
- იობი 1:1იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
- ფსალმუნები 130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
- იობი 9:2ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
- ტიმოთეს მიმართ ა 6:5გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
განაგრძე კითხვა: იობი 9
სრულად წაიკითხე: იობი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში