
იესო ნავეს ძე 13:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე,
იესო ნავეს ძე 13:9 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 13:9 კონტექსტში
13:7ახლა გაუყავი ეს ქვეყნები სამკვიდროებად ცხრა შტოს და მენაშეს შტოს ნახევარს.
13:8მასთან რეუბენმა და გადმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით; როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
13:9ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე დიბონამდე,
13:10ყველა ქალაქი სიხონ ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა დეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე,
13:11გალაადი და გეშურელთა და მაყაქათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანი სალქამდე,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 13:9
- რიცხვთა 21:30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
- იესო ნავეს ძე 13:16ერგოთ ადგილები ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედბას მთელი ვაკე.
- იერემია 48:22დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- იერემია 48:18ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
- მეორე სთვლისაება 3:16რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
- მეორე სთვლისაება 3:12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
- იესო ნავეს ძე 12:2სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 13
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში