
იესო ნავეს ძე 17:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.
იესო ნავეს ძე 17:9 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 17:9 კონტექსტში
17:7მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
17:8თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან - ეფრემიანებს.
17:9ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.
17:10სამხრეთი ეფრემისაა, ჩრდილოეთი მენაშესი; ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს.
17:11ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 17:9
- იესო ნავეს ძე 16:8თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 16:9მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 19:29ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
- იესო ნავეს ძე 16:3ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 17
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში