გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 22:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 22:2

უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.

იესო ნავეს ძე 22:2 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 22:2 კონტექსტში

22:1მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.

22:2უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.

22:3არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის განმავლობაში დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.

22:4ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენსკუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:2

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში