
იესო ნავეს ძე 22:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.
იესო ნავეს ძე 22:29 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 22:29 კონტექსტში
22:27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენ და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
22:28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენ შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენ და თქვენ შორის.
22:29როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.
22:30გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
22:31უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენ შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 22:29
- მეორე სთვლისაება 12:13ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი,
- მეორე სთვლისაება 12:14არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე.
- იესო ნავეს ძე 24:16პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური.
- რომაელთა მიმართ 6:2ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
- მეფეთა ა 12:23მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენ გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.
- რომაელთა მიმართ 3:6არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
- იესო ნავეს ძე 22:23თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებიოს აღსავლენისთვის საძღვნოდ თუ სამადლობელი მსხვერპლისათვის, თავად უფალი იყოს განმკითხავი.
- იესო ნავეს ძე 22:26ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 22
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში