
მსაჯულნი 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
მსაჯულნი 5:3 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 5:3 კონტექსტში
5:1ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
5:2ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
5:3ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
5:4როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
5:5მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 5:3
- ფსალმუნები 138:4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
- ფსალმუნები 138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
- ფსალმუნები 119:46ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
- ფსალმუნები 49:1გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
- ფსალმუნები 49:2უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
- ეზრა 7:21ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.
- ფსალმუნები 2:10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 5
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში